საჯარო ლექცია თემაზე: "European and Spanish Measures in Corporate Governance for More Engaged Shareholders and Sustainable Listed Companies"
2 ივნისს, 11 საათზე იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება ლექცია თემაზე: "European and Spanish Measures in Corporate Governance for More Engaged Shareholders and Sustainable Listed Companies", რომელსაც წარუძღვება ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის კომერციული სამართლის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი ელისეო სიერა ნოგუერო.
ლექცია გაიმართება "Zoom"-ის ონლაინ პლატფორმის საშუალებით და განხორციელდება მისი ვიდეოჩაწერა. დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსეთ სარეგისტრაციო ანკეტა, რის შემდეგ მიიღებთ შეხვედრის პარამეტრებს.